logo_geo
eng_logo
ბრიტანეთმა ეუთო-ს სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა
- +

22 ივნისი. 2022. 13:22

 

 

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებიც ორგანიზაციის მომდევნო სესიას უნდა დასწრებოდნენ, ბრიტანეთის ვიზებზე უარი ეთქვათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

დელეგაციის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა გაასაჯაროვა.

 

„სამწუხაროდ, მივიღეთ არსებითად აღმაშფოთებელი პასუხი, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ვერ გასცემს ვიზებს რუსეთის დელეგაციაზე, რა მიზნითაც არ უნდა სტუმრობდნენ ქვეყანას“, - აღნიშნა ვლადიმირ ჯაბაროვმა.

 

მან დასძინა, რომ რუსეთი არ აღიარებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გადაწყვეტილებებს, რომელშიც რუსეთის დელეგაციის წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

 

ამასთან, სენატორმა განაცხადა, რომ ასამბლეის მომდევნო სესიაზე, რომელიც 2-დან 6 ივლისს ბირმინგემში გაიმართება, არის შესაძლებლობა, დადგეს რუსეთის ასამბლეიდან გარიცხვის საკითხი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner