logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილის ბიუროს ცნობით, დეპუტატი მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს
- +

22 ივნისი. 2022. 13:43

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სონღულაშვილის ბიურო მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციული „ფეიკის“ ავტორის მიზანი მისი რეპუტაციის შებღალვა, სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

 

„გუშინ, 21 ივნისს, დაკავშირებული პიროვნებების იდენტიფიცირებულმა ჯგუფმა საკუთარი ონლაინრესურსების მეშვეობით ორკესტრირებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, სადაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი იყო მოხსენებული.

 

პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციული „ფეიკის“ ავტორის მიზანი დეპუტატის რეპუტაციის შებღალვა, სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტარი დავით სონღულაშვილი სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს. მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ დავით სონღულაშვილის ბიუროს და პარლამენტის პრესცენტრს“, - აღნიშნულია დავით სონღულაშვილის ბიუროს განცხადებაში.

 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დავით სონღულაშვილი შეცვლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner