logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: 24 ივნისს აქციაზე, შეიძლება, მეც მივიდე
- +

22 ივნისი. 2022. 14:43

 

 

„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ვარაუდობს, რომ 24 ივნისს დაგეგმილ, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ აქციაზე თავადაც იქნება.

 

ირაკლი ზარქუა  აღნიშნავს, რომ  საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას, რასაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ.

 

„ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან. შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო, მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის დიახ საქართველოს სახელმწიფოს საკადრისი. მგონია, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას და ამას ჩვენ, თქვენ, ოპოზიციამ ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ინფორმაციისთვის, 24 ივნისს  ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად  აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე ისევ გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner