logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

22 ივნისი. 2022. 14:48

 

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან  სევერინ შაპაზთან შეხვედრა გამართა.

 

სევერინ შაპაზმა, რომელმაც საქართველოში ოთხწლიანი საქმიანობა  დაასრულა, შეხვედრაზე თავისი შემცვლელი ანნ მონტავონი წარადგინა.

 

მხარეებმა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორგანიზაციის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევა.

 

საუბარი, ასევე, შეეხო უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიცირების საკითხებში არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას და განსაკუთრებით აღინიშნა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობა.

 

შეხვედრისას გრიგოლ ლილუაშვილმა მნიშვნელოვანი ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს  დაუთმო და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner