logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ კაცს ვერ მოხსნით, ბუზსაც ვერ აუფრენთ! წარმატებები, ბატონო კახა!
- +

22 ივნისი. 2022. 16:46

 

 

სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძის ირგვლივ აგორებული კამპანიის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ამ კაცს არ ვიცნობ, თვალით არ მინახავს, მხოლოდ სურათებიდან ვიცი, რომ სამგორის რაიონის გამგებელია, სახელად კახა, გვარად - სამხარაძე.

 

ბოლო ორი-სამი დღეა, ნაცები, გნაცები, ღნაცები, შმაცები და მათთან გათანაბრებული პირები „კალოშებს“ უკუღმა ჰყრიან, აქციაზე მისულების ერთ ნაწილს სირები გვიწოდაო. განა გამგებელმა ეგეთი რამე უნდა იკადროსო? განა ამნაირი ადამიანი ეგეთ თანამდებობაზე უნდა მუშაობდესო?!

 

ჰაიმეეეე... როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე (ამას წინებზე ჟანრი ლოლაშვილმაც შემახსენა), პირდაპირ განცვიფრებასა ვარ მიცემული - მართლა სირები იძახიან, სირები კი ვართ, მაგრამ ამან რათ გვითხრაო?!

 

კაი... კაცმა სიმართლე დაწერა თავის „ფეისბუქ-გვერდზე“, ეწყინათ და ბინძური კამპანია წამოიწყეს, თანამდებობა უნდა დავატოვებინოთო. რათ უნდა დატოვოს, სირებს რომ სირები უწოდა, იმიტომ?

 

ვიიიიიიშ... მა ეგ რანაირი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა?

მაიცადეთ და... მარტო ღნაცებისთვის არსებობს ამ ქვეყანაში პლურალიზმი?

ეგ როგორ და რანაირად?!

 

ამ კაცს ვერ მოხსნით, ბუზსაც ვერ აუფრენთ!

 

საერთოდაც არ მაინტერესებს, რა დაწერა, ჯერ ერთი, პრინციპის ამბავია და მეორეც - ჩემი „თანაქალაქელები“ იძახიან, მაგარი კაცია, დღე და ღამე ქუჩაში დგას, სულ რაღაცებს აკეთებსო.

 

ჰოდა, როგორც თანამედროვე ქართულით იტყვიან ხოლმე, „ეხა“ ამოცანა გვეკითხება: ეს მოუსვენარი კაცი იმიტომ უნდა მოვხსნათ, რომ ვიღაცები სირები არიან?

 

 

თანაც... რომ მოვხსნათ, ჩვენი დედაქალაქი არ იზარალებს? ბოროტება, ავკაცობა და ბოზობა არ გახშირდება? კაცობა არ დაიკარგება?!

 

ბოზობა, ავკაცობა, ავაზაკობა და ბოროტება იგრეც არ გვაკლია, „ეხა“ კიდე მოხშირება გვინდა?

 

„ვსიო“, ვერ მოვხსნით ამ კაცს, ვერა, აქა ვდგავართ და სხვანაირად არ ძალგვიძს!

 

წარმატებები, ბატონო კახა!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner