რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტის მქონე ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ 200 მეტრ დისტანციაზე სპრინტში 1/2 ფინალში 7 მონაწილეს შორის დისტანცია 40.146 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძე ჯამში 8 ფინალისტს შორის მე-4 შედეგით შევიდა.
მანამდე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ნადირაძემ წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო რაუნდი და ნახევარფინალში გავიდა.
ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 200 მეტრი 41.423 წამში დაფარა და 7 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.
ფინალი 18 აგვისტოს, თბილისის დროით 16:23 წუთზე გაიმართება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს კანოეში პირველად ჰყავს მონაწილე.