logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

22 ივნისი. 2022. 18:03

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „მშენებელი XXI „ ახორციელებს.

 

თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი აღიჭურვება საფეხბურთო კარით და საკალათბურთო ფარებით, მოეწყობა გარე განათება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84 492 ლარია.

 

მუნიციპალიტეტისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, ამით ხელი ეწყობა სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner