კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „მშენებელი XXI „ ახორციელებს.
თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი აღიჭურვება საფეხბურთო კარით და საკალათბურთო ფარებით, მოეწყობა გარე განათება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84 492 ლარია.
მუნიციპალიტეტისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, ამით ხელი ეწყობა სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.