„იმიტომ მოვდივარ აქ და ვდგავარ 20 წუთი, თქვენ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ, პატივს გცემთ ჟურნალისტებს და ჩემი ვალდებულებაა ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიკროფონი გიჭირავთ, თავზე გადაუაროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტვ „პირველის“ ჟურნალისტს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტს მიმართა, ეს პროფესიული მოვალეობა არ არის, ეს არის უზრდელობა.
„რა პრეტენზია გაქვთ, უზრდელები ხართ და უზრდელურად იქცევით. მიკროფონი რომ გიჭირავს ხელში, არ ნიშნავს იმას, რომ თავზე გადაუაროთ ყველას, ეს პროფესიული მოვალეობა არ არის, ეგ არის უზრდელობა. დავინახე და არ არის მისაღები ეს დამოკიდებულება, ბევრჯერ მითქვამს, რომ მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, როგორც იყო ეს ქალბატონ ეკასთან მიმართებაში. მე თქვენ პატივს გცემთ, იმიტომ მოვდივარ აქ და ვდგავარ 20 წუთი, თქვენ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ, პატივს გცემთ ჟურნალისტებს და ჩემი ვალდებულებაა ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიკროფონი გიჭირავთ, თავზე გადაუაროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მაგის შესაძლებლობას არ მოგცემთ არასდროს და მოჰყვება ამას შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.