logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრეზიდენტი: ლიეტუვა მზად არის რუსეთის მხრიდან ნებისმიერი არამეგობრული ქმედებისთვის
- +

22 ივნისი. 2022. 19:28

 

 

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის რუსეთის მხრიდან რაიმე სახის შურისძიებისთვის მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი გარკვეული საქონლის რუსეთის ანკლავ კალინინგრადში ტრანზიტი აკრძალა.

 

„ჩვენ მზად ვართ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის არამეგობრული ქმედებებისთვის“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

 

მისი თქმით, ია არ მიიჩნევს, რომ რუსეთი ლიეტუვას სამხედრო გამოწვევას შეუქმნის, რადგან მისი ქვეყანა ნატოს წევრია.

 

„ჩვენ უბრალოდ ვახორციელებთ სანქციებს, რომელიც დაწესდა ევროკავშირის დონეზე და ამას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთისა და ლიეტუვის ორმხრივ ურთიერთობებთან“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner