logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: ეს ქვეყანა პატარაა და არაფერი იმალება!
- +

17 აგვისტო. 2016. 19:33



პარლამენტის წევრის დათო ლორთქიფანიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" წევრების მხრიდან რიგების დატოვება  მოსალოდნელი იყო, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ნებსიმიერი პოლიტიკური ფიგურის აქტივობა, კონტაქტები ადრე თუ გვიან ყველასთვის ცნობილი ხდება


ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა.


 

„სხვა პარტიების შიდა საქმეების შეფასება მთლად რელევანტური არ უნდა იყოს, მაგრამ რადგანაც საზოგადოების ინტერესი დიდია, მინდა ვთქვა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის დაშლა ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო.

 

ეს ქვეყანა პატარაა და არაფერი იმალება. ამიტომ ძალიან ადვილად ჩნდება ხოლმე შეფარული საქმიანობები, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი ეწევა.

 

პარტიის წევრებმა დაინახეს ის რეალობა, თუ რასთანაც ჰქონდათ საქმე და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს", - ასე შეაფასა დათო ლორთქიფანიძემ ბურჭულაძის პარტიაში მომხდარი ცვლილებები.   



შეგახსენებთ, რომ პარტია ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და თბილისის შტაბის უფროსმა გუნდთან ერთად დატოვეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner