logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი უსუფაშვილს: კარგი მთქმელი რომ ვიყო, ალბათ მაინც ისე გაიგებდით, როგორც ეს წინასაარჩევნოდ გაწყობთ
- +

17 აგვისტო. 2016. 19:49



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„არა, ბატონო დავით, „შნურით" არ ხართ მიერთებული. რომ არა თქვენი ინიციატივა, რომელსაც თქვენთან ერთად კოალიცია „ქართული ოცნება" საქმით ადასტურებდა, ქალბატონი ბურჯანაძის „უბლოკო სტატუსის" ინიციატივა ნახევარი დღის საინფორმაციო სიახლედ დარჩებოდა. ახლა ჩვენი ამომრჩეველი ცდილობს გაერკვეს ვინ ვის აპიარებს, სწორედ ამას ვუწოდე შეხმატკბილებული პიარ-დუეტი. მოკრძალებულად გეტყვით, კარგი მთქმელი რომ ვიყო, ალბათ მაინც ისე გაიგებდით, როგორც ეს წინასაარჩევნოდ გაწყობთ", - წერს ირაკლი სესიაშვილი.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner