გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინას შემდგომ მხარდაჭერას, მათ შორის იარაღის მიწოდებას დაჰპირდა.
„უკრაინა იარაღს იღებს, რომელიც მას განსაკუთრებით სჭირდება ომის ამ ეტაპზე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას იარაღს აწვდის „დღეს და მომავალში“.
„უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი რუსეთისგან. ჩვენი, როგორც ევროპელი მეზობლების, როგორც კანონისა და თავისუფლების დამცველების, როგორც უკრაინის მეგობრებისა და პარტნიორების მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ მათ საუკეთესოდ“, - განაცხადა მან.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, პოლიტიკურად და განსაკუთრებით იარაღის მიწოდებით. უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა“, - დასძინა ოლაფ შოლცმა.