logo_geo
eng_logo
სვენ მიქსერი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გადაჭრის ორი გზა არსებობს, პირველი, რუსეთის დასუსტებაა, მეორე - სამივე ქვეყნის ევროპის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში სრული ინტეგრირება
- +

22 ივნისი. 2022. 22:03

 

 

“კრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების დეფიციტის გადაჭრის მხოლოდ ორი გზა არსებობს, პირველი - რუსეთის ისეთ დონემდე დასუსტებაა, რომლის შემდეგაც ის რეალურ საფრთხეს ვეღარ წარმოადგენს და მეორე, უფრო რეალური ჩემი აზრით, ამ სამივე ქვეყნის ევროპის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში სრული ინტეგრირებაა,” - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

 

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი არის პირველი ნაბიჯი გრძელ გზაზე.

 

„სიმართლეა, რომ არც ერთი ამ სამი ქვეყნიდან, დღეს მზად არ არის ევროკავშირის სრულ წევრად ფუნქციონირებისთვის, ამიტომ კანდიდატის სტატუსი არის პირველი ნაბიჯი გრძელ გზაზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მკაფიოდ და გულწრფელად საბოლოო მიზანთან დაკავშირებით, რომელიც წევრობაა. რაც არ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ვუთხრათ უკრაინელებს, რომ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს, შემდეგ კი, მოვუბრუნდეთ საკუთარ ამომრჩეველს, თვალი ჩავუკრათ და ვუთხრათ, რომ კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს, რომ უკრაინელები სრული წევრები გახდებიან. ბოლოს, იმ დროს როდესაც ამ გზაზე ყველა საკუთარ დამსახურებით უნდა წავიდეს წინ, ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ, აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის დაყოფის საფრთხე ამ კრიტიკულ ვითარებაში და მოვიტოვოთ ერთი ან ორი უფრო მოწყვლადი, რადგან სამივე ეს ხალხი იმსახურებს ევროპაში ადგილს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner