logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს
- +

17 აგვისტო. 2016. 19:58



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს, დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ბიზნესმენ გოჩა ჩახიაძესთან ერთად გაეცნო.


შპს „ასკანგელ ალიანსი" წლიურად არანაკლებ 100 000 ტონა ბენტონიტური თიხის გადამუშავებას უზრუნველყოფს, რისთვისაც 10 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 

სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმო მოვინახულეთ, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით შენდება. მინდა გითხრათ, რომ ასეთი დონის ინდუსტრიული საწარმო გურიაში ჯერ არ აშენებულა. ეს გახლავთ რეგიონში პირველი საწარმო, რომელიც ადგილობრივ ნედლეულზე იმუშავებს და პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ჩხაიძეს ასეთი კარგი საქმის წამოწყებისთვის და კომპანიას მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner