logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ პროექტი და დღემდე 26 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ქართულ სტარტაპებში
- +

22 ივნისი. 2022. 22:59

 

 

“მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ პროექტი და დღემდე 26 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ქართულ სტარტაპებში,” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, გასულ წელს ამ სტარტაპრებმა 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს და ბოლო 12 თვის განმავლობაში მათმა შემოსავალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

„ქალბატონი მარიამ ლაშხის კითხვა შეეხებოდა ინოვაციებს და სტარტაპების შესახებ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ პროექტი და დღემდე 26 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ქართულ სტარტაპებში. შარშან 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს ამ სტარტაპრებმა და ბოლო 12 თვის განმავლობაში მათმა შემოსავალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს არის რეალური შედეგი იმისა, რომ როცა სახელმწიფო და მთავრობა სწორად ეხმარება ბიზნესს და სტარტაპს, შედეგიც სახეზეა.

 

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ უპრეცედენტო გადამზადების პროგრამებს IT სექტორის მიმართულებით. ახლა მიმდინარეობს 3000 სპეციალისტის გადამზადება. წელს გვინდა, რომ 5000 IT სპეციალისტის გადამზადება დავიწყოთ. ეს იქნება მასშტაბური პროგრამა და მასშტაბები კიდევ მეტად უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner