logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს მიმართავს
- +

17 აგვისტო. 2016. 20:44



მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მორიგ მიმართვას ავრცელებს:



„მიმართვა მეოთხე - უცხოეთში მყოფო ქართველებო, ემიგრანტებო, თანამემამულენო!

 

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რაოდენ ბედნიერი ვარ, რომ პრემიერმა ჩემს წინააღმდეგ პარტიული კანდიდატის არდასახელების არსებით მიზეზად და გამართლებად სწორედ თქვენ დაგასახელათ... თუმცა, ჯერ არ არსებობს ფორმალურად ემიგრაციის წარმომადგენლობა პარლამენტში (რაც რიგ სხვა „საემიგრაციო" ქვეყნებში დაწესდა და ემიგრანტები ირჩევენ პირდაპირ თავიანთ წარმომადგენელს). ეს წარმოადგენს, ჩემი აზრით, სიმბოლურად პირველ ნაბიჯს თქვენი აღიარებისა, როგორც პოლიტიკური ძალა და სრულყოფილი ნაწილი ქვეყნისა.

 

ეს მეტად მნიშვენლოვანია, მეტადრე იმ დროს, როცა თქვენ, ჯერ კიდევ ვერ ღებულობთ სრულყოფილად მონაწილეობას საარჩევნო პროცესში მრავალი მიზეზის გამო:

 

1. შაბათს დაწესებული საარჩევნო დღე დიდ სირთულეებს უქმნის ოჯახებში მომუშავე ადამინებს ვისაც ეს დღე უქმედ არ ეკუთვნის ან შორი მანძილი გასავლელი აქვთ საარჩევნო უბნამდე.

 

2. უცხოეთში მყოფ ქართველებს ისედაც არ ეძლევათ საშუალება, რომ მაჟორიტარ დეპუტატს მისცენ ხმა ... ანუ მე ვერ მიყრით კენჭს მომავალ არჩევნებში, რაც მეტად დისკრიმინაციულია!

 

3. ყველაზე უფრო იჩაგრებიან ჩვენი თანამემამულეები რუსეთში მაცხოვრებლები, რომლებსაც არ ეძლევათ უფლება საერთოდ არჩვენებში მონაწილეობისა, რამეთუ რუსეთში საარჩევნო უბანი შვეიცარიის საელჩოში (რისი სრული უფლება გაგვაჩნია) არ იხსნება და ასეთი მოთხოვნა ამ ჯერადაც არ გადაცემულა შვეიცარიის საელჩოს.

 

4. ცხადია ყველაზე მნიშვენლოვანი შეფერხება იმაში მდგომარეობს, რაზეც დიდი ხანია ვიბრძვი, ანუ მოქალაქეობის ჩამორთმევაში, რომელიც, იმავდროულად, ადამიანს თავის სამშობლოს პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის უფლებას ართმევს და უტოვებს მხოლოდ ტრანსფერების გადარიცხვის „უფლებას".

 

5. ასევე თქვენ არა გაქვთ უფლება რომ იმ კანდიდატებს რომლებიც თქვენთვის მოსაწონნი არიან, დაუჭიროთ მხარი, არც კენჭისყრით და არც შეწირულობის გადარიცხვით, რადგანც ესეც გეკრძალებათ (ოი უსამართლობა! ტრანსფერი კი მაგარამ კანდიდატისთვის მხარდაჭერა არა ???? რატომ გაუგებარია!)

 

მე კი გთავაზობთ, რომ გარედან თუ კი თვლით, რომ ჩემი აქამდე ძალისხმევა, რათა ეს მტკივნეული საკითხი სამართლიანად და გონივრულად გადაწყვეტილი იყოს მომავალში, და ემიგრანტების ინტერესები გათვალისწინებული, გთავაზობთ რამდენიმე მხარდაჭერის ფორმას:

 

1. შეიკრიბეთ ადგილმდებარეობის მიხედვით საინიციატივო ჯგუფებად და თქვენ მოიფიქრეთ ფორმა სოციალურ ქსელში მხარდაჭერისა (მოკლე ვიდეო მხარდაჭერა, სიმღერა, ტექსტი, აქცია...) ან თუნდაც ხელმოწერები, რომ ის თუ ეს ქალაქი მხარს მიჭერს.

 

2. სხვადასხვა პროფესიონალური ჯგუფებიდან (სპორტსმენები, სტუდენტები, მუსიკოსები, ...) თქვენთვის დამახასიათებელ ფორმით გამომეხმაურეთ და გააზიარეთ თქვენი მოსაზრება.

 

3. რადგანც პირდაპირ გადარიცხვა უცხოეთიდან მკაცრად იკრძალება, თქვენივე საშუალებებით და თუნდაც სიმბოლურად (ერთი „პაჭკა სიგარეტი" თუ არ ვცდები ევროპაში 10 ევროს და ამერიკაში 10 დოლარს წარმოადგენს) შემოწირულებები შეკრიბეთ და თქვენთვის სანდო პირთან გადარიცხეთ, რომელიც აქაური საბანკო ანგარიშიდან ლეგალურად გადმოგვირიცხავს (პირადი ნომრის მითითება გადმორიცხვის დროს არ დაავიწყდეთ თორემ ბიუჯეტის წაიღებს ამ თანხას!)

 

4. ასევე, მინდა ეხლავე გაცნობოთ, რომ ერთ-ერთი ჩვენი შეკრება მთაწმიდაზე იქნება სწორედ მიძღვნილი უცხოეთში მყოფი ქართველების საჭირბოროტო პრობლემებს და დაბრუნებული მოქალაქეების გამოცდილების გაზიარებას... თუ თბილისში იქნებით სექტემბერში ან ასეთ საღამოში რაიმე სახით მონაწილეობა შეგიძლიათ, დაგვიკავშირდით, დიდი ინეტრესით გელოდებით!

 

5. და ბოლოს თქვენი მხარდაჭერა ძალიან ეფექტური იქნება, თუკი არჩევნების წინა დღეს თქვენს ნათესავებს, ნაცნობებს, მეგობრებს გაახსენებთ, რომ უნდა მივიდნენ საარჩევნო უბანში, რამეთუ ეს მოქალაქეობრივი მოვალეობაა და რადგანც თქვენ ამის უფლება ჩამოგერთვათ თქვენს ნაცვლად უნდა მივიდნენ და ამდენად, ორმაგად ევალებათ აქტიურობა 8 ოქტომბერს!

 

პ.ს. მხოლოდ საქართველოდან გადმორიცხვებისთვის დამოუკიდებელი კანდიდატის ანგარიშის ნომერი:

 

GE24BG0000000730946400 (გადარიცხვის დროს გრაფაში სადაც „პირადი" ან „დანიშნულება" წერია, იქ უნდა მიუთითოთ თქვენი 11 ნიშნიანი პირადი ნომერი)", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner