logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: რეზოლუციის მიმართ ახლაც კრიტიკულად ვარ განწყობილი, სანქციებთან თამაში სწორი არ არის, თუ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს
- +

23 ივნისი. 2022. 00:27

 

 

“ჩემი პარტია „სოციალ-დემოკრატები“ არ იყვნენ ინიციატორები ამ რეზოლუციის. მე კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და ვარ. რაც შეეხება თავისუფალ მედიას და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევას, ამან არ შეცვალა ჩემი პოზიციები,” - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„მე ხმა მივეცი საწინააღმდეგოდ, ეს რეზოლუცია იყო მასმედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და სხვა საკითხები არ უნდა შესულიყო რეზოლუციაში. სანქციებთან თამაში არ გახლავთ სწორი, თუ არ არის საკმარისი ინფორმაცია, თუ არ გაგვაჩნია საკმარისი მონაცემები, რომ ეს თემა დღის წესრიგში აღმოჩნდეს. ამიტომაც მივეცი ამ რეზოლუციის საწინააღმდეგოდ ხმა, თუმცა მე ვარ და ვიყავი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე საქართველოში“, - აღნიშნა კალიურანდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner