logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, თქვენი ევროპული პერსპექტივა არ გაქრება
- +

23 ივნისი. 2022. 00:27

 

 

“იმედი მაქვს, რომ თუ ადრე არა, 2022 წლის დეკემბერში მივულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს არის ჩემი დიდი სურვილი,” - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში განაცხადა. მან საქართველოს მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ როგორიც არ უნდა იყოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გაქრება.

 

„მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, თქვენი ევროპული პერსპექტივა არ გაქრება, ის იარსებებს, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. გადაწყვეტილებაში ტერმინები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირმა ზურგი შეაქცია საქართველოს. ევროკავშირი დარჩება საქართველოსთან, მხარს დაუჭერს მას და დემოკრატიულ რეფორმებს. რამდენად სწრაფად, რა ფორმით და როდის მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ეს არ არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის სურვილზე, ეს დამოკიდებულია პოლიტიკოსებზე“, - განაცხადა კალიურანდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner