logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: 6 თვე დარჩა, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილები დავრჩებით თუ ქართველი პოლიტიკოსები არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს, თუ დაკარგავენ კანდიდატის სტატუსს
- +

23 ივნისი. 2022. 00:43

 

 

“საქართველო საზოგადოება ვერ მიიღებს სარგებელს, ვერ დაუახლოვდება ევროპას ასეთი პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაციით. ეს არის ფაქტი, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში,” - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, დადანაშაულება არ გახლავთ ის, რაც სჭირდება ადამიანებს, შეიკრიბეთ ერთად და იმუშავეთ ერთად ქართველი ხალხის სარგებელისთვის.

 

„დიახ, მთავრობას გააჩნია უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ოპოზიციას და მთავრობას გააჩნია პასუხისმგებლობა უფრო მეტი ისაუბროს, უფრო მეტად ჩაერთოს სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვით, არასამთავრობოების ჩართვით, ოპოზიციის ჩართვით. რა თქმა უნდა, მთავრობას აკისრია მთავარი პასუხისმგებლობა, მაგრამ მარტო მთავრობას ამის გაკეთება არ შეუძლია. ახლა არის ივნისი და დეკემბერი გადაწყვეტს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. 6 თვე დარჩა, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილები დავრჩებით თუ ქართველი პოლიტიკოსები არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს, თუ დაკარგავენ კანდიდატის სტატუსს და არ მიიღებენ 2022 წლის დეკემბერში. თქვენ გაქვთ შანსი, ჩაიხედეთ სარკეში, გააკეთეთ დასკვნები და არ დაადანაშაულოთ ერთმანეთი. დადანაშაულება არ აძლიერებს საზოგადოებას. დადანაშაულება არ გახლავთ ის, რაც სჭირდება ადამიანებს, შეიკრიბეთ ერთად და იმუშავეთ ერთად ქართველი ხალხის სარგებელისთვის“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner