logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: სხდომის დაწყებისთანავე იყო უამრავი პროვოკაცია; ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი
- +

23 ივნისი. 2022. 00:43

 

 

გია ცაგარეიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისი აზრით, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.

 

„სხდომის დაწყებისთანავე იყო უამრავი პროვოკაცია. განსაკუთრებით აქტიურობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - უხამსი მიმართვები, შეურაცხმყოფელი წამოძახილები და შედარებები და ა.შ. არაფერი სპონტანური იმ წიაღში არ ხდება. ყველაფერი დაგეგმილი იყო, როლები წინასწარ იყო გათვლილი და დალაგებული იყო ყველაფერი, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობოდა. განსაკუთრებით აქტიურობენ ქალბატონები, ისინი არიან ბრძოლის წინა ხაზზე. ასე რატომ ხდება კაცებს უნდა ჰკითხოთ „ნაცმოძრაობიდან“. ეს არის ამ პარტიის ქალი წევრების მძიმე ხვედრი. იყო გაუთავებელი ყიჟინა, ლანძღვა-გინება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner