„ნაციონალური მოძრაობისადმი“ იმდენად სკეპტიკურად ვარ განწყობილი და თუ ის რაიმე პროცესის ავანგარდში ჩადგება, ცოტა მეეჭვება რაიმე სახის დეპოლარიზაციაზე საუბარი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ვუყურებ ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი არ მახსოვს. საკონსტიტუციო უმრავლესობა როცა აიღო „ქართულმა ოცნებამ“ 2016-ში, მაშინაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა იყო - პარლამენტში არ შევიდეთ. მათთვის რეალობა და ხალხის აღქმები არ არის მნიშვნელოვანი. მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და არაფრის აღიარება არ სურთ. მათ თუ არ აღიარებს რაღაც ფუნდამენტური საკითხები, როგორ უნდა მოხდეს ეს დეპოლარიზაცია, არ მესმის“, - აღნიშნა სულთანიშვილმა.