logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: როდესაც ერთი ნაბიჯიც არ გადაგიდგამთ პოლარიზაციის შესამცირებლად და ჩვენკენ იშვერთ ხელს, აი ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ფარსი ჩვენი ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში
- +

23 ივნისი. 2022. 01:14

 

 

“რეალობის გადაკეთებით ხართ დაკავებულები, აი ეს არის პოლარიზაციის გაზრდა” - ასე მიმართა არჩილ თალაკვაძემ რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები დეპოლარიზაციისთვის არაფერს აკეთებენ.

 

„გვითხარით, რა ნაბიჯები გადადგით, რომ პოლარიზაცია შემცირებულიყო? რაში შემოხვედით, რაში მიიღეთ მონაწილეობა? კონსტიტუციას დაუჭირეთ მხარი? თუნდაც იმ ევროპული კურსის შესახებ ჩანაწერს მხარი რომ არ დაუჭირეთ და დღეს ციტატები რომ მოგყავთ ეთერებში ამაყად, არც კი ამბობთ ვინ შეიმუშავა ეს პროექტი და ვისი კენჭისყრით იყო აი ამ დარბაზში მიღებული. ეს არის, მეგობრებო, პოლარიზაციის გაზრდა. და როდესაც ერთი ნაბიჯიც არ გადაგიდგამთ პოლარიზაციის შესამცირებლად და ჩვენკენ იშვერთ ხელს და ევროპელ მეგობრებს რომ ეუბნებით, პოლარიზაცია გაზრდილიაო ჩვენს ქვეყანაში და ამით შეწუხებულები რომ ხართ, აი ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ფარსი ჩვენი ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner