logo_geo
eng_logo
სენაკში სტიქიის ზონაში გაქმენდითი სამშაოები ხორციელდება
- +

23 ივნისი. 2022. 10:20

 

უხვმა ნალქმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ  განსაკუთრებით სენაკის მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

 

წყალმოვარდნების შდეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უფსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები.

 

სტიქიის ზონაში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. სენაკის კეთილმოწყობის სამსახური  გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ზარალის დამთვლელი კომისია სენაკში დილიდან დაიწყებს მუშაობას.

 

ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner