უფლებადამცველმა ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ დათა გვასალიასთან ერთად“ პრემიერის ანგარიში შეაჯამა. მისი თქმით, პრემიერის გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქართულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს უსვამდა ხაზს.
„დიდება საქართველოსო“, პრემიერმა ახსენა გამოსვლის დროს. შესაძლოა, ეს ვიღაცას პათეტიკურად მოეჩვენოს, მაგრამ ამ განცხადებას დიდი დატვირთვა აქვს. პათეტიკასაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც მთავრობის მეთაური ქართულ ღირებულებებზე და ეროვნულ ინტერესებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს „საქართველო უპირველეს ყოვლისაო“, ჩვენც ამ ღირებულებებიდან უნდა გამოვიდეთ მისი გამოსვლის შეფასებისას“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.