logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე დავით არახამიაზე: ჩემთვის ნულია ადამიანი, რომელიც მიმართავს საზოგადოებას და ამბობს: „საქართველო არის“ და არა „საქართველო ვართ“
- +

23 ივნისი. 2022. 13:18

 

 

უფლებადამცველი ზურაბ ქადაგიძე,  უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას  ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.

 

„არ ვიცი, ეს ადამიანი უკრაინაში რას წარმოადგენს, მაგრამ ჩემთვის ნულია ადამიანი, რომელიც მიმართავს საზოგადოებას და ამბობს: „საქართველო არის“ და არა „საქართველო ვართ“. არახამია რომ ქართველი იყოს, იტყოდა, - „ქართველები ვართ“...

 

გარდა ამისა, ეს ადამიანი რადიკალური ქცევებით გამოირჩევა, ასევე ხშირად შეიმჩნევა მის განცხადებებში ტყუილი და ეს მისი პრობლემაა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ დათა გვასალიასთან ერთად“.

 

ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისის გამოსვლაში თქვა, რომ დავით არახამია აშშ-სა და ევროპაში დაჟინებით ითხოვდა, რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

 

არახამიამ ღარიბაშვილის საპასუხოდ ვიდეო ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მაქსიმალურად დაეხმარება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, მარიონეტი ხელისუფლება ჰყავს და ქართველი ხალხი მის მძევლობაში იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner