„ამ ღლექალას ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია და მათ შორის ბასილაიას მსგავსს გალაქტიკურ შტერებს არ განვიხილავთ და უბრალოდ გათიშოს“, - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის facebook-სტატუსს, სადაც ბასილაია გიგა ბოკერიას აკრიტიკებს.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, არც კი დაესიზმრება, რომ ასეთ რეგვენს მისი პარტიისთვის ხმის მიცემა უნდა და მას რამე უნდა აუხსნას.
„ამ ღლექალას ვინმემ გადასცეს, რომ ჩვენს ამომრჩეველს ელაპარაკება ბოკერია და მათ შორის ბასილაიას მსგავსს გალაქტიკურ შტერებს არ განვიხილავთ და უბრალოდ გათიშოს. ანუ არაფერ შუაშია ლიკა ბასილაია და ბოკერიას ბრიფინგი ერთმანეთთან. არც კი დამესიზმრება, რომ ასეთ რეგვენს ჩვენთვის ხმის მოცემა უნდა და მას რამე უნდა ავუხსნათ. გაცილებით მაღალი წარმოდგენა მაქვს ქართველ ერზე“, - წერს ჩერგოლეიშვილი.