logo_geo
eng_logo
გიორგი ხანიშვილი მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის პრეზენტაციას დაესწრო
- +

23 ივნისი. 2022. 13:38

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის პრეზენტაციას დაესწრო.

 

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის აკვაკულტურის განვითარება პრიორიტეტულია.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა დარგში არსებულ პროგრესზე; აღინიშნა, რომ ამ კუთხით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საქართველოს პარლამენტმა, 2020 წელს, მიიღო კანონი „აკვაკულტურის შესახებ“; გამოიცა არაერთი კანონქვემდებარე აქტი. მიმდინარეობს მუშაობა აკვაკულტურის სტრატეგიის შექმნაზე; პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რათა საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის პროდუქტებისთვის გაიხსნას ევროკავშირის ბაზარი.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აკვაკულტურის დარგის განვითარების გზაზე. კვლევის ჩასატარებლად, ევროკავშირის ექსპერტები იმყოფებოდნენ საქართველოში, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც აისახა კვლევაში.

 

ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner