პუერტო რიკოსთან ახლოს გემს, რომელზეც 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით ცეცხლი ძრავის ოთახში გაჩნდა.
ამ დროისთვის მგზავრები ევაკუირებულები არიან.
„ერთი საათის განმავლობაში ვცდილობდით ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ვერ შევძელით", - განაცხადა ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა.
ათეულობით ადამიანს აღენიშნებოდა მაღალი წნევა და სუნთქვის პრობლემები, რაც დიდი რაოდენობით კვამლმა გამოიწვია.