საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. განცხადება შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა და სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„დღეს არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღე. ჩვენს შენობას, ისევე, როგორც ბევრ დაწესებულებას, 24 საათის განმავლობაში იცავენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. ვულოცავ მათ ამ დღეს და მადლობას ვუხდი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.