საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სპორტსმენებს საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ულოცავს. განცხადება შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„23 ივნისი გახლავთ საერთაშორისო ოლიმპიური დღე და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე და განსაკუთრებით, ოლიმპიელებს და ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.