„საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, ოპოზიციამ კი საკუთარ ქვეყანას და ხალხს ზურგი აქცია, მათი ნიშნით მოგებით საუბარი სწორედ ზურგის შექცევაა, ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა საერთო მონაპოვარია და არა კონკრეტული ჯგუფის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უსამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ უნდა გახდეს:
„საბედნიეროდ, ევროპაში სასიკეთო ძვრები შეიმჩნევა, თითქოს მსოფლიო გამოფხიზლდა და მიმდინარე მოვლენებს არა ემოციით, არამედ ცივი გონებით უყურებენ. ევროპარლამენტარები ღიად აფიქსირებენ, რომ უსამართლობაა, ევროპაში ყველაზე კორუმპირებულ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მისცე და დაჩაგრო საქართველო. მესმის, უკრაინაში ომია, მაგრამ ომი უსამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ უნდა გახდეს, უფრო კონკრეტულად კი, ობიექტურ რაციონალურ გადაწყვეტილებაზე არ უნდა გაიმარჯვოს!
საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმედი მაქვს, ევროპული საბჭო ისტორიულ შეცდომას არ დაუშვებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. დღეს გავრცელდა აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოს ჰელსინკის კომისიის განცხადება, ისინი მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს. საქართველოს მხარდამჭერთა სიაში ასეულობით ევროპარლამენტარი და ევროპის ქვეყნის ლიდერია, მათ შორის ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, მარინა კალიურანდი და სხვა“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.