საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„ალბათ, იმ ტანკებზე საუბრობს გოგი, 1991 წელს რომ შემოაგრიალებინეს მან და მისმა დამქაშებმა რუსებს რუსთაველზე, მერე სამაჩაბლოში, აფხაზეთსა და შემდგომში უკვე სამეგრელოში“, - წერს გიორგი გამსახურდია.