რეზო ხოფერია დღეს დილით, წყნეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც მას განუმარტეს, დაბარების მიზეზი ცოტა ხნის წინ, ხოფერიას მიერ ვაკის მაჟორიტარობის ნაციონალი კანდიდატისთვის ცოცხის მირთმევა იყო. ამის შესახებ რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
„მეგონა ნაციონალებს ჰქონდათ საჩივარი დაწერილი და ამის საფუძველზე დამიბარეს. ვიფიქრე, ნაცებს უნდათ გახმაურდეს ფაქტი, რომ მათვის ცოცხის ჩუქებისთვის საჩივრები შეაქვთ და პოლიცია ხალხს იბარებს, რათა სხვებმა ამ დისკომფორტის გამო თავი აღარ შეიწუხონ!
პოლიციამ დამიბარა საკუთარი ინიციატივით. ვკითხე რის საფუძველზე-თქო. პროკურატურაში ვიღაცამ წაიკითხა სტატია და რეაგირება გვთხოვაო, რამე დანაშაულს ხომ არ ქონდა ადგილიო!!!
გესმით? პროკურატურამ დაავალა ჩემი პოლიციაში დაბარება და გამოკითხვა!!!
რა შეფასება უნდა მივცე ამ ყველაფერს მითხარით?!
ვის არ მოეწონა პროკურატურაში რომ მე ვიგინდარა, მეცოცხე ნაციონალს ცოცხი ვაჩუქე?
ერთ ადგილას ხო არ შემიტენია?!", - წერს რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში.