logo_geo
eng_logo
იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
- +

23 ივნისი. 2022. 16:24

 

 

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დააზარალა. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ ეტაპზე ოთხივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა ამისა სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

 

წყალმოვარდნების შედეგად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაიტბორა ქუჩები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც, ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები. ქუთაისში, მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ჩაერთო ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ძლიერი წვიმის შედეგად ტყიბულის შემოსასვლელში დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, ასევე ეზოები და სარდაფები, ხოლო სოფელ ჭყეპში, ტყიბული-ორპირის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხე წაიქცა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. სპეციალური ტექნიკით ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია. უხვი ნალექის შედეგად დაირეცხა სოფლის შიდა გზები და დაზიანდა ბოგირები. სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

 

ღამით მოსული ძლიერი ნალექის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში და ასევე ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები და სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. ამ დროისთვის მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. უხვი ნალექის შედეგად სოფელ ცხუნკურში, დღნორისის, რიონის და ოფურჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დაზიანდა გზები. ასევე, წვიმამ გამოიწვია ეგრეთ წოდებული „ვაზნარის ღელის“ ადიდება, დაიტბორა სოფელი ხომულის ნაწილი, ჭავჭავაძისა და ერისთავის ქუჩები, მოსახლობის საკარმიდამო ნაკვეთებში წყალი შევიდა. უხვმა ნალექმა ხონში, სოფელ გორდში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, კონკრეტულად შიდა საუბნო გზები, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები არის დაზიანებული. სოფლებში: მათხოჯსა და ძეძილეთში რამდენიმე საკარმიდამო დაიტბორა.

 

ოთხივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner