logo_geo
eng_logo
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტში
- +

23 ივნისი. 2022. 16:43

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზისპირა სოფლების ადგილობრივი მოსახლეობის არსებული საცხოვრებელი პირობების, განხორციელებული, განსახორციელებელი, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და საჭიროებების   განხილვა იყო.

 

სადამკვირვებლო მისიამ სრული ინფორმაცია მიიღო მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ მაისურაძის, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის აჩიკო გიგოლაშვილს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო ჯინიყაშვილისგან.

 

მისიის წარმომადგენლების განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე 2 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან კონტაქტი ვერ შედგა, თუმცა, სამომავლოდ შეხვედრები გახშირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner