logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ხატიაშვილმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ შეხვედრა გამართა
- +

23 ივნისი. 2022. 19:35

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე ევროინტეგრაციის პროცესში. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან, ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.

ასევე, შეხვედრისას განხილულ იქნა თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და განვითარებისათვის, რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, რა ძირითადი გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე იმყოფება ჩვენი ქვეყანა და რა არის საჭირო მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

შეხვედრას, რომელსაც 45 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ესწრებოდა, მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ.

სემინარი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner