ევროკავშირში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.
„გერმანიასა და ევროკავშირში გაზის მიწოდების უსაფრთხოება ამჟამად უზრუნველყოფილია. რუსეთიდან გაზის შემოდინების შემცირება ამ ეტაპზე შეიძლება კომპენსირებული იყოს. თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს“, - აღნიშნეს ევროკომისიაში.
მანამდე კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფო დაზარალდა.