პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და 76 ხმით, ერთხმად მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიღებული ცვლილებით წესრიგდება იმ ქონების გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული.
აღნიშნული საგადასახადო შეღავათი გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება კანონის კონკრეტული ნორმით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.