ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან დროული და ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკასთან“ ჰელსინკის კომისიის მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე ჩამოსვლის პირველივე დღიდანვე მქონდა შეხვედრები ჰელსკინკის კომისიის წევრებთან, სენატორ კარდენთან და ასევე კომისიის სხვა წევრებთან და ბუნებრივია, ჩემი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებთან ერთად იყო ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის. ძალიან მიხარია, რომ ამან შედეგი გამოიღო და ჩვენ ვიხილეთ ჰელსკინკის კომისიის უაღრესად მკაფიო მხარდამჭერი გზავნილი“, - განაცხადა ზალკალიანმა
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს