ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
„ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. ჩვენ მადლობელნი ვართ ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ დაუღალავი ძალისხმევით ჩვენ მოვიპოვებთ ჩვენს დამსახურებულ ადგილს ევროკავშირის ოჯახში. გულწრფელად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს!“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.