ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბარში „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს აფასებს და ამბობს, რომ დასახელებული ადამიანები შერჩეული არიან პროფესიული ნიშნით. მისი თქმით, წარმოდგენილი კანდიდატები ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებენ.
„ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად, ვფიქრობ, შერჩეული არიან ადამიანები პროფესიული ნიშნით, თავისი გამოცდილებით ამა თუ იმ სფეროში. მადლობა უფალს, არ არის იმის საშიშროება, რომ ხელისუფლება ვინმეს აშანტაჟებდეს და ემუქრებოდეს არჩევნებთან მიმართებაში. ვფიქრობ, თავისუფალი არჩევნების რეჟიმში წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები დაიმსახურებენ ამომრჩევლის მხარდაჭერას", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.