ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა „ქრონიკას“ ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია 20 ივნისის აქციის დროს „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტის საუბარი 24 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ.
გიგა მაქარაშვილი ვიდეოში თანამოაზრეებს გეგმას აცნობს.
„24-ში კონკრეტული გეგმით დავიწყებთ, ვუსმენთ ევროკავშირის საბოლოო სიტყვას. შემდეგ გადავწყვეტთ, ვიშლებით თუ გავყაროთ ეს დედამო****ლები. ხალხი გვეტყვის გავყაროთო - გავყაროთ, როგორ გავყაროთ, საიდან დავიწყოთ, ვისით დავიწყოთ? ბიძინათი? წავიდეთ ბიძინას სახლში. ბევრი ვიქნებით? ჩაიჯ**მს, ცვეტში ჩაიჯ**მს“, - ამბობს მაქარაშვილი.