logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: მაქვს განცდა, რომ ყველა პარამეტრით ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც ძალიან მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა
- +

24 ივნისი. 2022. 12:08

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

მისი თქმით,  ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის მიღწევები ამ 10 წელიწადში, ეს არის ხალხის არჩევანი და ერთობლივი მიღწევა.

 

„ხომ მაქვს განცდა და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა პარამეტრით, კრიტერიუმით - პოლიტიკურად, მორალურად და სამართლებრივად ამ პროცესში ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და მაინც ძალიან მახარებს ევროკავშირის ლიდერების მოლოცვა ახალი ისტორიული წინსვლის შესახებ.

 

ევროკავშირთან ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და ახლა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა - ამაყი ვარ, რომ ამ ნაბიჯების თანამონაწილე ვარ და ჩემი წვლილიც არის ამ წინსვლაში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის მიღწევები ამ 10 წელიწადში, ეს არის ხალხის არჩევანი და ერთობლივი მიღწევა.

 

კიდევ მეტი შრომა, რეფორმები და რაც მთავარია, რაც ყველას ეხება, დამშვიდდით და „დეპოლარიზირდითო“. გერმანიასა და დანიაში ჩემი სწავლისა და მუშაობის პერიოდში ვისწავლე ისიც, რაც ჩემს პროფესიას პირდაპირ არ ეხებოდა. ეს ევროპული ცხოვრებისა და აზროვნების კულტურაა. სიმშვიდე და გრძელვადიანი ხედვით ცხოვრება, ამ კულტურის ნაწილია. მოკლედ, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი #ევროპისკენ“, - წერს თამარ ტალიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner