პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ უარყოფს, რომ მისი ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
აღნიშნულ საკითხს ეხმიანება „კონსერვატორთა" ლიდერი ზვიად ძიძიგური და ამბობს, რომ კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებული აქტივობები საარჩევნო თემატიკაა.
„არჩევნები შედის გადამწყვეტ ფაზაში და ყველა ის თემა, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით აქტივობას უკავშირდება, არის საარჩევნო თემატიკა. პარტიები ცდილობენ თავიანთი ამომრჩევლის მობილიზებას თავიანთი ინიციატივების ირგვლივ", - აცხადებს ზვიად ძიძიგური.