logo_geo
eng_logo
ირაკლი ჭეიშვილი: ევროკავშირის ყველა ლიდერი გვილოცავს გუშინდელ გადაწყვეტილებას, არ გვილოცავს მხოლოდ რუსეთი და „ნაცმოძრაობა“, დანარჩენი ანალიზი თქვენ გააკეთეთ
- +

24 ივნისი. 2022. 12:24

 

 

„ევროკავშირის ყველა ლიდერი გვილოცავს გუშინდელ გადაწყვეტილებას. შარლ მიშელი და ბორელიც გვილოცავენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოსთვის“, - ასე ეხმიანება facebook-მომხმარებელი ირაკლი ჭეიშვილი ევროპარლამენტის მიერ, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

 

როგორც ჭეიშვილი წერს, ევროკავშირის ყველა ლიდერი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები გვილოცავენ, მხოლოდ არ გვილოცავს რუსეთი და ნაციონალური მოძრაობა.

 

„ევროკავშირის ყველა ლიდერი გვილოცავს გუშინდელ გადაწყვეტილებას. შარლ მიშელი და ბორელიც გვილოცავენ და აღნიშნავენ რომ, ეს არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოსთვის. ასევე გვილოცავს ამერიკის შეერთებული შტატები. არ გვილოცავს მხოლოდ რუსეთი და „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი ანალიზი თქვენ გააკეთეთ“, - წერს ირაკლი ჭეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner