logo_geo
eng_logo
კახი კახიშვილი: ფაქტობრივად, ცალსახად უკვე დადასტურდა მზაობა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე
- +

24 ივნისი. 2022. 13:45

 

 

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

„ფაქტობრივად, ცალსახად უკვე დადასტურდა მზაობა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე. მოსალოდნელიც იყო და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით კიდევაც, მანამ სანამ ბატონმა მაკრონმა ეს კიდევ ერთხელ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ ის ავანსი რაც გაცემული იყო უკრაინის და მოლდოვის მიმართ, ეს იყო დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ იმ უბედურებასთან, სადაც პირველ შემთხვევაში უკრაინაა ჩართული და მეორე მხრივ შესაძლებელია მოლდოვასაც ელოდებოდეს იგივე.

 

თავად მაკრონმაც განაცხადა, რომ „ეს იყო ვალი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვერ მივეცით ნატოს წევრობა, ვალდებულები ვიყავით, ეს ჟესტი გამოგვეცხადებინა“.

 

საქართველოსთან მიმართებაში ცოტა რთული სიტუაციაა და რატომ: იმიტომ, რომ ჩვენს გარშემო არც რუმინეთია, არც პოლონეთია, არც ლიტვაა, არც ლატვია. ჩვენ რეგიონში ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყნა არ არსებობს.

 

ფაქტია, ჩვენ რომ ვყოფილიყავით იქ ტერიტორიულად, რა თქმა უნდა,  გაცილებით ადრე მივიღებდით ამ ყველაფერს“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner