logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატების დატოვებას გეგმავს“ – ვინ ლობირებს გადაწყვეტილებას?
- +

24 ივნისი. 2022. 14:11

 

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დღეს საპარლამენტო მანდატების დატოვებას გეგმავენ. სააკაშვილის პარტია იმავეს გაკეთებაში არწმუნებს სხვა ოპოზიციონერებსაც, რომლებიც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან.

 

წყარო ოპოზიციაში „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მანდატების დატოვების ინიციატივის ყველაზე აქტიური ლობისტები არიან ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია და ზურა ჯაფარიძე. ისინი ოპოზიციონერ კოლეგებს არწმუნებენ, რომ ხელისუფლების შეცვლის მიზნით პარლამენტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, სხვა შემთხვევაში კი ოპოზიცია მარგინალიზაციის გზას დაადგება.

 

„მათი მხრიდან იყო არგუმენტები, რომ ექვს თვეში მართლა რომ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, გამოდის, რომ ოპოზიცია საერთოდ „დაიბრიდება“ და „ოცნების“ ანტურაჟი გახდება. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გავიდნენ პარლამენტიდან“, - ჰყვება წყარო ოპოზიციის რიგებიდან.

 

„პრაიმტაიმისთვის“ ასევე ცნობილი ხდება, რომ ამ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი ლობისტებიც ეთანხმებიან და ითხოვენ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან, დატოვონ პარლამენტი.

 

წყარო ჰყვება, რომ „მანდატების დატოვების მომხრეები არწმუნებენ პარლამენტის წევრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომ თითქოს ეს მითითება ამერიკელი მეგობრებისგან მოდის“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner