ტელეკომპანია POSTV-ის ცნობით, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა თბილისში უძრავი ქონება შეიძინა.
„მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ელენე ხოშტარიამ რუსეთიდან გადმორიცხული თანხებით ბინა შეიძინა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი რადიკალური ორგანიზაცია „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსეთთან კავშირში მხილებულმა გიგა მაქარაშვილმა 23 ივნისს 50 000 აშშ დოლარად თბილისში ბინა შეიძინა, რომელიც მამაზე, არტემ მაქარაშვილზე გააფორმა. რუსეთთან კავშირში მხილებული პირების მიერ, დაანონსებული აქციების პარალელურად, ბინების შესაძენად დამატებითი თანხების მოძიების ფაქტი სერიოზულ ეჭვებს ბადებს“, - წერს POSTV.