logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც გიგა მაქარაშვილი 50-ათასდოლარიან ბინას ყიდულობს აქციის წინა დღეს, ხოლო რადიკალები ფულს მათხოვრობენ, ხომ არ ჩნდება ეჭვი, რომ რამეს თაღლითობს?
- +

24 ივნისი. 2022. 15:14

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მოძრაობა „სირცხვილიას“ ფეისბუქ-სტატუსს ეხმიანება, სადაც აქციის ორგანიზებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაციით, გიგა მაქარაშვილმა 23 ივნისს 50 000 აშშ დოლარად თბილისში ბინა შეიძინა.

 

„მაშინ, როდესაც გიგა მაქარაშვილი 50 ათას დოლარიან ბინას ყიდულობს აქციის წინა დღეს, ხოლო ეს რადიკალები ფულს მათხოვრობენ, ხომ არ ჩნდება ეჭვი, რომ არტემოვიჩ მაქარიანი რამეს თაღლითობს?“ - წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუქზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner